logo_geo
eng_logo
ნადეჟდა სავჩენკო სასამართლომ ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობისთვის დამნაშავედ ცნო
- +

22 მარტი. 2016. 17:57



როსტოვის ოლქის დონეცკის სასამართლომ უკრაინელი მფრინავი ნადეჟდა სავჩენკო ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო.


ვერდიქტის გამოცხადების დროს სავჩენკო უკრაინულ სიმღერას მღეროდა.



თავად სავჩენკო ყველა ბრალდებას უარყოფს.


ჟურნალისტი ალექსეი ვენედიქტოვი წერს, რომ უკრაინელ მფრინავს 22-წლიანი პატიმრობა მიესაჯა და პატიმრობის გარდა ფულადი ჯარიმა 30 ათასი რუბლის გადახდა დაეკისრა.


მაშინ, როდესაც დონეცკის სასამართლოს მოსამართლე უკრაინელი მფრინავის საბოლოო განაჩენს აცხადებდა ნადეჟდა სავჩენკომ სიმღერა დაიწყო. მფრინავის ჟესტმა მოსამართლე იძულებული გახადა სხდომა შეეწყვიტა და შესვენება გამოეცხადებინა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner