სააგენტო „Reuters"-ის ცნობით, ფინეთის ქალაქ იმატრაში ქალაქის მერი და ორი ჟურნალისტი დაცხრილეს.
პოლიციის ინფორმაციით, მსხვერპლთა შორის არის ქალაქის საბჭოს ხელმძღვანელი თიინა ვილენ-იაპინენი.
ცნობილია, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი, კრიმინალური წარსულის მქონე, 23 წლის ადგილობრივი მცხოვრები უკვე დააკავეს. ის პოლიციას შემთხვევის ადგილზე ნებაყოფლობით ჩაბარდა.
მკვლელობის მოტივი უცნობია.