კუბური რადიოს ინფორმაციით, ქალაქ სანტიაგო-დე-კუბას სასაფლაოზე ფიდელ კასტრო დაკრძალეს, რომელიც დახურულ გარემოში გაიმართა. მოკრძალებული იყო დაკრძალვის ცერემონიაც.
ქალაქის მცხოვრებლები სამგლოვიარო ცერემონიას ცენტრალური ქუჩის გასწვრივ დახვდნენ.
ფიდელ კასტრო 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. ქვეყანაში გლოვაა გამოცხადებული - დაშვებულია სახელმწიფო დროშები.