logo_geo
eng_logo
ათასწლეულის გამოწვევის ფონდს, სან დიეგოს უნივერსიტეტსა და საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდება
- +

4 დეკემბერი. 2016. 23:26



5 დეკემბერს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდს, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.


მემორანდუმს ხელს საქართველოს საინვესტიციო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თამარ ლილუაშვილი, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანი საქართველოში კენ უოლში და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე მოაწერენ.


ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მემორანდუმის მიზანია, ადამიანური კაპიტალის განვითარების ხელშეწყობა, რაც უზრუნველყოფს საქართველოს ეკონომიკურ ზრდას, საინჟინრო ტექნოლოგიური, საბუნებისმეტყველო და სხვა სფეროში ინვესტიციების განხორციელებით დაინტერესებულ პირთა მოთხოვნების შესაბამისად კადრების გადამზადება- სტაჟირების მეშვეობით.


„საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით დაინტერესებული კომპანიების ინტერესი იზრდება, ხოლო მათი წარმატებისთვის, მნიშვნელოვანია კვალიფიციური ინჟინრებისა და ტექნოლოგების მოძიება და დასაქმება. შესაბამისად, საინვესტიციო სააგენტო, მემორანდუმის ფარგლებში, ხელს შეუწყობს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ დაფინანსებული სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის და პროფესიული განათლების პროექტის შედეგად მომზადებულ სტუდენტების სტაჟირებისა და შემდგომში მათი დასაქმების პროცესს შესაბამის კომპანიებში. აღნიშნული მიზნების წახალისების მიზნით განხორციელდება ერთობლივი ღონისძიებები, მათ შორის ბიზნეს ფორუმები და კონფერენციები", - ნათქვამია ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო 2013 წლიდან ახორციელებს 140 მილიონი აშშ დოლარის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ინვესტიციას (კომპაქტს), რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ადამიანური კაპიტალის განვითარებას ისეთ მოთხოვნად დარგებში როგორიცაა: - ინჟინერია, ტექნოლოგიები, სოფლის მეურნეობა და ტურიზმი. ამ მიზნით ფონდი ახორციელებს ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების პროექტებს.


ათასწლეულის გამოწვევის ფონდის უმაღლესი განათლების პროექტის ფინანსური მხარდაჭერით, 2015 წელს საქართველოში ფუნქციონირებას შეუდგა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს წარმომადგენლობა. კალიფორნიის ეს წამყვანი უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს მაღალი ხარისხის, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე საბაკალავრო პროგრამებს საინჟინრო და ტექნოლოგიურ დარგებში. კურსდამთავრებულები მიიღებენ ამერიკულ დიპლომს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner