РИА Новости-ს ინფორმაციით, რუსეთის ჩრდილოეთში მდებარე პატარა ქალაქ ხანტი-მანსიისკში მომხდარ ავტოავარიას 12 ადამიანი, მათ შორის 10 ბავშვი ემსხვერპლა, რომლებიც სპორტული ტანვარჯიშის შეჯიბრიდან ბრუნდებოდნენ.
23 დაშავებული ხანტი-მანსიისკის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 16-ის მდგომარეობა მძიმეა.
5 დეკემბერი ქალაქში გლოვის დღედ გამოცხადდა.