ჭიათურაში, სოფელ ითხვისის მაღაროში უბედური შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 50 წლამდე მამაკაცია. რომელიც მაღაროში ელმავლის მემანქანედ მუშაობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.