კალიფორნიის ქალაქ ოუკლენდში გაჩენილ ხანძარს, რომელიც ძველ საწყობში გაჩნდა სულ მცირე 24 ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ამ მომენტისთვის მეხანძრეებმა დამწვარი შენობის 20% შეამოწმეს. მაშველები დაღუპულთ რიცხვის ზრდას არ გამორიცხავენ. ხელისუფლების ინფორმაციით, შენობა არ იყო აღჭურვილი ხანძარსაწინააღმდეგო სისტემით.
ხანძარი ყოფილი საწყობის შენობაში წვეულების დროს გაჩნდა. საზეიმო ღონისძიების მრავალი მონაწილე ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.
ამ დროისთვის, უცნობია, რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი. ძველი საწყობი გადაკეთებული იყო კულტურულ ცენტრად, სადაც მხატვრების სტუდიები იყო განთავსებული. ინციდენტის დროს ყოფილ საწყობში სავარაუდოდ 100-მდე ადამიანი იმყოფებოდა.