logo_geo
eng_logo
ეშტონ კარტერი: აშშ მტერს არ ეძებს რუსეთის სახით, მაგრამ ნურავის ნურაფერი აერევა
- +

5 დეკემბერი. 2016. 02:57



BBC-ის ცნობით, აშშ-ს თავდაცვი მდივანი ეშტონ კარტერი რუსეთს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ამერიკამ კვლავაც უნდა გაამყაროს NATO-სთან კავშირი, რათა ერთობლივად აღუდგნენ წინ „ახალ და ძველ, მაგრამ განახლებულ მუქარებს".  კარტერმა ასევე განაცხადა, რომ აშშ მტერს არ ეძებს რუსეთის სახით.

 

„ყველაფერი, რასაც აკეთებს აშშ ცალკე ან ნატოსთან ერთად, იძლევა გარანტიას, რომ რუსეთის აგრესიას კვლავაც წინ აღვუდგებით და მზად ვართ ხანგრძლივი მეტოქეობისთვის. რუსული აგრესია და პროვოკაციები დაფუძნებულია ცრუ ამბიციებსა და უადგილო წყენებზე.


აშშ მტერს არ ეძებს რუსეთის სახით,  მაგრამ, ნურავის ნურაფერი აერევა - ჩვენ მოკავშირეებს, მსოფლიო წესრიგის საფუძვლებსა და იმ ნათელ მომავალს დავიცავთ, რასაც ეს წესრიგი გვიქადის", -განაცხადა პენტაგონის ხელმძღვანელმა. მისივე თქმით, მოსკოვმა დაარღვია შეიარაღების კონტროლის შესახებ შეთანხმება და ბირთვული იარაღით იმუქრება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner