გამთენიისას საქართველოში მიწისძვრის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. მიწისძვის პირველი შემთხვევა დღეს, 03:24 საათზე მოხდა და ეპიცენტრი გორში იყო. მიწისძვრის სიმძლავრე 3 მაგნიტუდას შეადგენდა.
აღნიშნული შემთხვევიდან 2 წუთში, 03:26 საათზე, კიდევ ერთი მიწისძვრის ბიძგები დაფიქსირდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი ყაზბეგის რაიონის სოფელი გველეთი იყო. სიმძლავრე 3,1 მაგნიტუდას შეადგენდა.