იტალიის პრემიერ-მინისტრმა მატეო რენციმ გადადგომის შესახებ განაცხადა. იტალიაში გუშინ გამართული საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ რეფერენდუმზე იტალიელებმა ხმათა 59.7%-ით აღნიშნული რეფორმის გატარებაზე უარი განაცხადეს. რეფორმის გატარებას ამომრჩეველთა 40.2%-მა მხარი დაუჭირა.
„ვერ შევძელი გამარჯვების მოპოვება. ამ მთავრობის გამოცდილება მთავრდება აქ, სინდისის ქენჯნის გარეშე მივდივართ. დღის მეორე ნახევარში შევკრიბავ მინისტრებს, შემდეგ ვესტუმრები პრეზიდენტს და გადადგომის შესახებ განცხადებას გადავცემ", - განაცხადა მატეო რენციმ.
4 დეკემბერს, იტალიაში საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ რეფერენდუმი გაიმართა.
მატეო რენცის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო რეფორმის თანახმად, იტალიის სენატის წევრების რაოდენობა 315-დან 100-მდე შემცირდებოდა. მის შემადგენლობაში შევიდოდა 21 მერი, 74 რეგიონალური მრჩეველი და 5 სენატორი, რომლებსაც 7 წლის ვადით ქვეყნის პრეზიდენტი დანიშნავდა.