logo_geo
eng_logo
მკვლელობა ჭიათურაში - შსს-მ დანაშაული ცხელ კვალზე გახსნა
- +

5 დეკემბერი. 2016. 12:24



ჭიათურაში, ორმა ახალგაზრდა მამაკაცმა ქალბატონი მოკლა. მკვლელობაში ეჭვმიტანილები პოლიციელებმა მეორე დღესვე დააკავეს.


შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა - ბრალდებულებმა, რომლებიც სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, მეზობელი ქალბატონის გაქურდვა გადაწყვიტეს. ისინი გვიან ღამით ბინაში შეიპარნენ და გარკვეული ოდენობის თანხის მოპარვა განიზრახეს. ბინის მეპატრონე ქალბატონმა ისინი დანაშაულის ჩადენის დროს გამოიჭირა, რა დროსაც მას ერთ-ერთმა მამაკაცმა თავში მძიმე საგანი ჩაარტყა. ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა.


ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ორივე მამაკაცი პოლიციამ მეორე დღესვე დააკავა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე და 117-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ქურდობასა და სხეულის განზრახ მძიმე მძიმე დაზიანებას, რამაც სიკვდილი გამოიწვია.


როგორც „რეპორტიორისთვის" ცნობილი გახდა, დაკავებული პირები წარსულში არაერთხელ ნასამართლევი არიან.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner