logo_geo
eng_logo
ბარაქ ობამა: მსოფლიო ერთიანი უნდა იყოს ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად
- +

22 მარტი. 2016. 18:52



აშშ-ის პრეზიდენტი ბარა ობამა ბრიუსელში მომხდარ აფეთქებებს ეხმაურება.



ამერიკელი ხალხის ფიქრები ბელგიელ ხალხთან არის. ჩვენ თანადგომას ვუცხადებთ მათ და ვგმობთ ამ აგრესიულ თავდასხმებს უდანაშაულო ხალხის წინააღმდეგ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც აუცილებელია ჩვენი მეგობარი და მოკავშირე ბელგიის დასახმარებლად. ეს კიდევ ერთი შეხსენებაა იმის, რომ მსოფლიო ერთიანი უნდა იყოს. ჩვენ ერთად უნდა ვიდგეთ, მიუხედავად ჩვენი ეროვნებისა, რასისა და რწმენისა, ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად. ჩვენ შეგვიძლია და დავიცავთ მსოფლიოს  ხალხების უსაფრთხოებას", - განაცხადა ბარაქ ობამამ.



ბრიუსელში მომხდარ აფეთქებების სერიას ბოლო მონაცემებით, 34 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობამ კი 160-ს გადააჭარბა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner