logo_geo
eng_logo
დღეს კახის სახელმწიფო ქართული დრამატული თეატრის სპექტაკლი „იავნანამ რა ჰქმნა?!“ გაიმართება
- +

5 დეკემბერი. 2016. 12:38

 

 

5 დეკემბერს, 17:00 საათზე, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრში, გაიმართება კახის სახელმწიფო ქართული დრამატული თეატრის სპექტაკლი „იავნანამ რა ჰქმნა?!"


იაკობ გოგებაშვილის ნაწარმოები „იავნანამ რა ჰქმნა?!" რეჟისორმა ლერი შიოშვილმა დადგა.



კახის სახელმწიფო ქართული დრამატული თეატრი არსებობის 35 წელს ითვლის. ამ ხნის განმავლობაში თეატრმა საინტერესო და რთული გზა განვლო.  თეატრი თავიდან დრამატული წრე იყო, ხოლო შემდეგ, მას ილია ჭავჭავაძის სახელობის სახალხო თეატრის სტატუსი მიენიჭა, 2006 წელს კი სახელმწიფო წოდება მიიღო. თეატრის რეპერტუარშია როგორც ქართველი, ასევე უცხოელი დრამატურგების ნაწარმოებები.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner