logo_geo
eng_logo
საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა ბათუმში სამუშაო შეხვედრა გამართეს
- +

5 დეკემბერი. 2016. 12:59



საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა ევროპის საბჭოსა და საქართველოში ამერიკის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ქ.ბათუმში სამუშაო შეხვედრა გამართეს.


სასტუმრო „ჰილტონში" გამართული ღონისძიება საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ და ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის მრჩეველმა სამართლის საკითხებში მაიკლ გრანტმა  გახსნეს.


ორდღიანი შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის ტერიტორიული და სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელები გაეცნენ გასული წლის სტატისტიკურ მონაცემებს, 2017-2021 წლების პროკურატურის მუშაობის სტრატეგიას, პროკურორთა მუშაობის შეფასების ახალ სისტემას, ადამიანის უფლებების დაცვის, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის და მოქალაქეებთან  კომუნიკაციის საკითხებს, პროკურატურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და მედიასთან ურთიერთობის  სტრატეგიას.


შეხვედრაზე მომხსენებლებმა ისაუბრეს ნაფიცი მსაჯულების მიერ განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის სტრატეგიაზე, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის, კომპიუტერული მონაცემების მოპოვების თავისებურებებსა და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებზე, ასევე  საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებულ სისხლის სამართლის პოლიტიკაზე.


შეხვედრის ფარგლებში პროკურორებმა  განვლილი საპროკურორო საქმიანობა შეაფასეს. გაიმართა დისკუსია მნიშვნელოვან სამართლებრივ საკითხებზე და განისაზღვრა პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner