logo_geo
eng_logo
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების წევრი ავარიაში მოყვა
- +

5 დეკემბერი. 2016. 13:03



საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელი და ათენის „აეკ"-ის წევრი მაიკლ დიქსონი 4 დეკემბერს დააკავეს.


Sportando.com-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დიქსონი პოლიციამ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილეობის გამო დააკავა, თუმცა, შემდეგ გაათავისუფლა.


ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 64 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.



სავარაუდოდ, დიქსონი არ შეჩერდა გაჩერების ნიშანთან და დაეჯახა მანქანას, რომლის საჭესთან 47 წლის ქალი იმყოფებოდა. თავის მხრივ, ქალმა დაკარგა მანქანის მართვის კონტროლი და მოკლა 64 წლის მამაკაცი", - იუწყება იტალიური გამოცემა.



დიქსონმა გაიარა ალკოტესტი, რომელმაც აჩვენა, რომ ის სუფთა იყო. ასევე, მას სისხლის ნიმუში აუღეს შემდგომი ტესტებისთვის.


შემთხვევა 4 დეკემბერს, დილის 7 საათზე ათენთან ახლოს მოხდა. წინა დღეს კალათბურთელს დაბადების დღე ჰქონდა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner