logo_geo
eng_logo
საარჩევნო შემოწირულობისთვის რამდენიმე პირი დააჯარიმეს
- +

5 დეკემბერი. 2016. 13:21



გენერალური აუდიტორის მოადგილის ნინო ლომჯარიას განცხადებით, აუდიტის სამსახურში დღეის მდგომარეობით პარტიებისთვის შეწირულ თანხებთან დაკავშირებით 40 პირია დაბარებული გამოკითხვაზე.


მისი თქმით, 40 პირი სხვადასხვა პარტიის შემომწირველია. აუდიტის სამსახურის ინტერესია მათ მიერ განხორციელებული შეწირული თანხების კანონიერების დადგენა.


როგორც ლომჯარიამ განმარტა, 2016 წლის საარჩევნო პერიოდში პარტიებმა ჯამში 29 212 382 ლარის შემოწირულება მიიღეს. აქედან აუდიტის სამსახურმა 1016 შემომწირველი ფიზიკური პირისა და 84 იურიდიული პირის მიერ განხორციელებული შემოწირულების კანონიერება შეისწავლა.


ამ დროისთვის გამოკითხულია 120 პირი, მათ შორისქართული ოცნების" 35, „სახელმწიფო ხალხისთვის" - 42, „პატრიოტთა ალიანსის" - 18 დანაციონალური მოძრაობის" - 12 შემომწირველი. წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორიგნის ფარგლებში აუდიტის სამსახურმა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ჯამში 250 000 ლარის ჯარიმა დააკისრა. ყველაზე მეტი ჯარიმა მოძრაობასახელმწიფო ხალხისთვის" შემომწირველებს დაეკისრათ, 7 პირს დაახლოებით 187 000 ლარი, ასევეპატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენელს 183 000 ლარი დაეკისრა", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.


მისივე თქმით, „ქართული ოცნების" სასარგებლოდ გაწეული უკანონო ქველმოქმედებისთვის დაჯარიმებულია რამდენიმე პირი, ჯამში 8 000 ლარის ოდენობით. ინფორმაციის წარმოუდგენლობის საფუძველით კი დაჯარიმებულია 7 პარტია და 12 კანდიდატი.


ნინო ლომჯაიას განცხადებით, აუდიტის სამსახურის მიერ შესწავლილი განცხადებებიდან სამ შემთხვევაზე საქმე პროკურატურაში გადაიგზავნა, ვინაიდან ის სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner