logo_geo
eng_logo
თამარ ჩუგოშვილი: გამოძიების შედეგები ვერ იქნება ის, რაც ვიღაცას უნდა!
- +

5 დეკემბერი. 2016. 15:31


 

„ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შესახებ საზოგადოებამ რომ შეიტყო, მე იმ წუთიდან გამიჩნდა კითხვები და მგონი, არავინ იყო ისეთი, ვისაც კითხვა არ გაუჩნდა მომხდართან დაკავშირებით", - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა „TV პირველის" ეთერში განაცხადა.

 

პარლამენტარი, გამომდინარე იქიდან, რომ ის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელია, საკუთარ კითხვებზე და ვარაუდებზე კონკრეტულად არ საუბრობს.

 

„მე, როგორც მოქალაქეს, მქონია ძალიან ბევრი კითხვა ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით, მაგრამ გამოძიებას ამ საქმეზე ვერ ჩავატარებ, იმიტომ, რომ მე არ ვარ პროკურორი და არც მოსამართლე, რომ ვინმეს შევუფარდო პასუხისმგებლობა. არსებობენ გამომძიებლები, შესაბამისად, მათ უნდა გასცენ კითხვებზე პასუხი.

 

მე რომ არ ვიყო დღეს საქართველოს პარლამენტის წევრი, უფრო მარტივად გაგიზიარებდით ჩემს პირად მოსაზრებას და ეჭვებს, მაგრამ ამ მომენტში არ მიმაჩნია სწორად ვარაუდების დონეზე მოსაზრებების გამოთქმა. გამოძიება არსებობს, რომელმაც უტყუარი ფაქტებით უნდა დაადასტუროს ის, რაც მოხდა", - განაცხადა ჩუგოშვილმა პირდაპირ ეთერში.

 

 

რატომ გაიწელა დროში ჟვანიას გამოძიების საქმე - ჩუგოშვილის თქმით, გახმაურებულ საქმეებზე მიმდინარეობდა გამოძიება და ბევრ მათგანზე დადგა განაჩენი, მაგრამ არსებობს საქმეები, რომელიც ხანგრძლივ სამართლებრივ პროცესს უკავშირდება.


„საქმეების გამოძიება არის სამართლებრივი პროცესი, ეს არის  საგამოძიებო სტრქუტურების კომპეტენცია და ამ პროცესში ზედმეტ ჩარევას, მითუმეტეს ხელისუფლება, ვერანაირად ვერ მოვახდენთ. ამით განვსხვავდებით კიდეც ჩვენ წინა ხელისუფლებისგან.

 

გამოძიების შედეგები ვერ იქნება ის, რაც ვიღაცას უნდა. გამოძიების შედეგები არის ის, რასაც გამოძიება ადგენს. გამოძიება პოლიტიკისგან განცალკევებული პროცესია", - განაცხადა ჩუგოშვილმა.

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner