logo_geo
eng_logo
სანდრო თვალჭრელიძე: ბანკებზე ზედამხედველობა გასამკაცრებელია
- +

5 დეკემბერი. 2016. 15:50



„როდესაც მედიამ გასული კვირის ხუთშაბათს „ლარის შავი ხუთშაბათი" დაარქვა, ჩემი აზრით, გვარიანად გადაამეტა", - ამბობს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში და ლარის კურსთან დაკავშირებით საუბრობს. მისი თქმით, არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა და დასძინა, რომ ეს იყო საბანკო სპეკულაცია.


„როდესაც მედიამ გასული კვირის ხუთშაბათს „ლარის შავი ხუთშაბათი" დაარქვა, ჩემი აზრით, გვარიანად გადაამეტა. არ მიწყინოთ, მაგრამ თქვენს კოლეგებს უყვართ ამა თუ იმ ვითარების გამუქება. ვფიქრობ, არაფერი განსაკუთრებული არ მოხდა. ეს იყო საბანკო სპეკულაციები - ჯერ გაუფასურდა ეროვნული ვალუტა, მერე კი მალევე დაუბრუნდა ძველ ნიშნულს. ეს ბაზარზე ლარის ხელოვნური სიჭარბით მოახერხეს. მიმაჩნია, რომ სერიოზული ეკონომიკური საფუძველი ამას არ ჰქონია, თუმცა ამ „სპეკულანტობასთან" დაკავშირებით თავისთავად ისმის კითხვები. გადასახედია საბანკო რეგულაციები და ბანკებზე ზედამხედველობა გასამკაცრებელია", - განაცხადა სანდრო თვალჭრელიძემ. 


 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner