შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვისსაერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე საქველმოქმედო ასოციაცია „გურიას" ესტუმრა და ცენტრის ბენეფიციარებს საჩუქრები გადასცა.
„ჩვენ დიდი ხანია ვმეგობრობთ თქვენს ორგანიზაციასთან, ის არის ერთ-ერთისამაგალითო მთელ ქვეყანაში. აქ არის არაჩვეულებრივი გარემო. ცენტრის ბენეფიციარები ყოველ ჯერზე გვაკვირვებენ თავისი მიღწევებით, სიახლეებით. ეს უდავოდ ხელმძღვანელობის სწორი მიდგომის და აქტიურობის დამსახურებაა. ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება. მზად ვართ, ყოველთვის გვერდით დავუდგეთ თქვენს ნებისმიერ წამოწყებას", - მიმართა მერაბ ჭანუყვაძემ საქველმოქმედო „გურიას" წარმომადგენლებს.
მასპინძლებმა მცირე საკონცერტო პროგრამა წარმოადგინეს.