logo_geo
eng_logo
შშმ პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ოზურგეთის გამგებელმა ცენტრის ბენეფიციარებს საჩუქრები გადასცა
- +

5 დეკემბერი. 2016. 17:11



შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვისსაერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე საქველმოქმედო ასოციაცია „გურიას" ესტუმრა და ცენტრის ბენეფიციარებს საჩუქრები გადასცა.


ჩვენ დიდი ხანია ვმეგობრობთ თქვენს ორგანიზაციასთან, ის არის ერთ-ერთისამაგალითო მთელ ქვეყანაში. აქ არის არაჩვეულებრივი გარემო. ცენტრის ბენეფიციარები ყოველ ჯერზე გვაკვირვებენ თავისი მიღწევებით, სიახლეებით. ეს უდაოდ ხელმძღვანელობის სწორი მიდგომის და აქტიურობის დამსახურებაა. ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება. მზად ვართ, ყოველთვის გვერდით დავუდგეთ თქვენს ნებისმიერ წამოწყებას", - მიმართა მერაბ ჭანუყვაძემ საქველმოქმედო „გურიას" წარმომადგენლებს.


მასპინძლებმა მცირე საკონცერტო პროგრამა წარმოადგინეს.


 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner