ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა.
6 დეკემბერს ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.5598 ლარი იქნება. დღეს ოფიციალური კურსი 2.5599 ლარი იყო.
ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა. ხვალ ერთი ევროს შეძენა 2.7234 ლარად იქნება შესაძლებელი.