ქალაქ სირტეზე ლიბიის სამთავრობო ძალებმა კონტროლი აღადგინეს, რომელსაც 2015 წლიდან ექსტრემისტული დაჯგუფების „ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები აკონტროლებდნენ.
სირტე ლიბიის ერთადერთი მსხვილი ქალაქი იყო, რომელიც ჯიჰადისტების კონტროლის ქვეშ რჩებოდა. ლიბიის ხელისუფლების განცხადებით, უსაფრთხოების ძალებს ათობით ისლამისტი მებრძოლი ჩაბარდა ტყვედ.
ლიბიის ნაციონალური ერთიანობის მთავრობამ ქალაქის გათავისუფლების ოპერაცია 2016 წლის მაისში დაიწყო.