logo_geo
eng_logo
მერაბ ბლადაძე: ისლამის წინააღმდეგ ქართველებს, არასდროს უბრძოლიათ...
- +

5 დეკემბერი. 2016. 20:54


 

„დიახ,ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, რათა შეწყდეს თურქული ფულით რელიგიური საკულტო ნაგებობების აშენება საქართველოში მაგრამ, როგორ შეიძლება იმის თქმა, რომ მუსულმანი ქართველი, ქართველი არ არის?!",- ამ სიტყვებით მერაბ ბლადაძე დეკანოზი დავით ისაკაძის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.


როგორც დეკანოზმა „რუსთავი2"-ის პროგრამა „P.S"-ში განაცხადა, „მაჰმადიანი ქართველი" ქართველი არ არის. 



„ასეთი გამოხდომები, მითუმეტეს სასულიერო პირების მხრიდან ართულებენ ჩემი და ჩემი მეგობრების ბრძოლას თურქული,რელიგიური ექსპანსიის წინააღმდეგ აჭარაში...

 

დიახ,ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, რათა შეწყდეს თურქული ფულით რელიგიური საკულტო ნაგებობების აშენება საქართველოში მაგრამ, როგორ შეიძლება იმის თქმა, რომ მუსულმანი ქართველი, ქართველი არ არის?!

 

მაპატიეთ, მაგრამ თქვენ,რომ ხართ ქართველი მამაო, ასეთი განცხადებებით, რითი სჯობიხართ „ვაჰაბიტებს"... არაფრით!!!

 

აცხადებთ, რომ: „ჩვენი წინაპრები ისლამის წინააღმდეგ იბრძოდნენ!!!.." არა ბატონო, ისლამის წინააღმდეგ ქართველებს, არასდროს უბრძოლიათ. მომხდურ მტრებს ებრძობდნენ...

 

თუ განათლება არ გყოფნის, არაა სავალდებულო სისულელეები ილაპარაკო..

 

ამისთანა ე.წ. მართლმადიდებლები არიან ევროკავშირის კარებს, რომ გვიკეტავენ, თორემ მართლმადიდებლობა, კი არა?!..",- წერს მერაბ ბლადაძე. 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner