logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: ეს არ არის მხოლოდ რელიგიური საკითხი!
- +

5 დეკემბერი. 2016. 21:13



„...და თქვენ გჯერათ, რომ მაჰმადიანი ქართველი მართლა ქართველია?", - ამ შეკითხვამ შეიძლება ააყირავოს ქართული სახელმწიფო.


ელემენტარული ჭკუის მქონე და ქართულად მოაზროვნე ადამიანს, ასეთმა შეკითხვამ, შესაძლოა, წონასწორობა დააკარგინოს!


და ამიტომ, აბსოლუტურად ვეთანხმები ნაღდი პატრიოტის და მოქალაქის, უფლებადამცველ ბატონ მერაბ ბლადაძის პოზიციას და ვიზიარებ მის აღშფოთებას.


ცალსახაა: ეს არ არის მხოლოდ რელიგიური საკითხი!


არც მხოლოდ პოლიტიკური საკითხი გახლავთ!..


ჩვენი ერისთვის ეს არის მრავალწახნაგოვანი და სასიცოცხლო მნიშვნელობის პრობლემა, რომელსაც ყველა, აბსოლუტურად ყველა უნდა მიუდგეს განსაკუთრებული სიფაქიზით, განსაკუთრებული სიფრთხილით, აფთიაქარის სასწორის სიზუსტით.


ეს არ არის ურა-პატრიოტების, ნაკლებად წიგნიერი, საკუთარი ქვეყნის ისტორიის ელემენტარული ცოდნის არმქონე ადამაინების „საასპარეზო" თემა.


სამწუხაროა, რომ ეკლესიის ზოგიერთი (თუნდაც ერთი) მსახური ასე პრიმიტიულად, ბოლომდე გაუაზრებლად, გაუწონასწორებლად „ჭრის და კერავს"... ნებისმიერი ადამიანი, რომელიც დასვამს მსგავს შეკითხვას („...და თქვენ გჯერათ, რომ მაჰმადიანი ქართველი მართლა ქართველია?"), უბრალოდ, საჭიროებს სამედიცინო სფეროს სპეციალისტთა მხრიდან ყურადღებას და პროფესიულ დახმარებას. თანაც, დაუყონებლივ!




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner