უზბეკეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი შავკატ მირზიოევი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადდა. წინასწარი მონაცემებით, მირზიოევმა ხმების 88,61% დააგროვა. არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 87,83% შეადგინა.
სულ უზბეკეთის პრეზიდენტის არჩევნებში ოთხი კანდიდატი მონაწილეობდა. უზებეკეთში ვადამდელი საპრზიდენტი არჩევნები ისლამ კარიმოვის გარდაცვალების შემდეგ დაინიშნა.