logo_geo
eng_logo
ლევან კალანდაძე Moody’s-ის მხრიდან მთავრობის ინიციატივის დადებითად შეფასებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს
- +

5 დეკემბერი. 2016. 21:48

 

 

ეკონომიკის ექსპერტი  ლევან კალანდაძე „პირველთან" საუბარში, Moody's-ის ტიპის სააგენტოს მხრიდან ლარიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ინიციატივის დადებითად შეფასებას მნიშვნელოვანად მიიჩნევს.


კალანდაძე აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ დოლარში ნომინირებული სესხები ლარში გადავა, მოქალაქეები ფინანსურად უფრო სტაბილურები გახდებიან, რაც, მისივე თქმით, საბანკო სფეროს სტრატეგიულ ინტერესსაც წარმოადგენს.


„ძალიან კარგია რომ Moody's ტიპის სააგენტოები აფასებენ იმ ინიციატივას, რომელიც ხელისუფლებამ დააანონსა ლარიზაციის პროცესში. დოლარში ნომინირებული სესხების ლარში გადმოტანა, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში საშუალებას მოგვცემს ბანკების, როგორც ფინანსური საკრედიტო ორგანიზაციების, მათი კლიენტების ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფის ქმედითი მექანიზმი შევქმნათ. ამავდროულად, მაქისმალურად შევუწყობთ ხელს საბანკო ინდუსტრიის მომხმარებლების მცირე და საშუალო ბიზნესის მოქალაქეების გადახდისუნარიანობის სტანდარტის უზრუნველყოფას. თუ ჩვენ ვერ შევძელით რომ ლარის კურსით გამოწვეული ფინანსური დანაკარგების რისკი შევამცოროთ, ეს თავად საბანკო სექტორისთვის არის სერიოზული პრობლემა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, გადახდისუნარიანი კლიეტები ბანკებს არ ჰყავდეთ. მოქალაქეებისთვის ფინანსური დანაკარგების რისკის შემცირებაა მნიშვნელოვანი, რაც ბანკებისთვის სტაბილური განვითარების გადახდისუნარიანი კლიენტების კუთხით პოზიტიური ნაბიჯი იქნება", - განაცხადა კალანდაძემ.


მისივე თქმით, „მთავრობის ეკონომიკური გუნდი, ეროვნული ბანკი უნდა იყვნენ ყოველთვის მზად იმისთვის, რომ ლიკვიდურობის პრობლემა მოუხსნას ბანკებს ეროვნულმა ბანკმა. სწორად განხორციელებული მენეჯმენტის პირობებში, შესაძლებელია სწორედ ის შედეგი მივიღოთ, რაც გვინდა, რომ ჩვენი მოქალაქეები იყვნენ ფინანსურად უფრო სტაბილურები ვიდრე წინა პერიოდში და გადახდისუნარიანები, რაც საბანკო სფეროს სტრატეგიულ ინტერესსაც წარმოადგენს".


გავლენიანი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody's მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის გეგმა, სესხების გალარების სუბსიდირებაზე, ქართული ბანკებისთვის საკრედიტო ზარალს შეამცირებს.


მომავალი წლიდან 100 000 ლარამდე სესხების გაცემა ლარში იქნება მოთხოვნილი, 2018 წლიდან კი, ეს ზღვარი 200 000 ლარამდე გაიზრდება.













 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner