logo_geo
eng_logo
საქართველო- ბელარუსის ეკონომიკური კომისიის სხდომა 2016 წლის სექტემბერში თბილისში გაიმართება
- +

22 მარტი. 2016. 20:48

 

 

„საქართველო-ბელარუსის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა 2016წლის სექტემბერში თბილისში გაიმართება", - შეთანხმება საქართველოსა და ბელარუსის მთავრობის წევრების გაფართოებულ შეხვედრაზე შედგა.


ბელარუსისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრებმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.


როგორც ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი კობიაკოვმა აღნიშნა, გასულ წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 45 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც არასაკმარისია.


„ჩვენი მიზანია, სავაჭრო ბრუნვა ჩვენს ქვეყნებს შორის 200 მილიონ აშშ დოლარამდეგავზარდოთ, რაც ორივე მხარის ინტერესებში შედის. იქამდე კი, ჩვენ ამისთვისაუცილებლად მივიჩნევთ წარმოების განვითარებას და თანამშრომლობას აღნიშნულიმიმართულებით",- განაცხადა ანდრეი კობიაკოვმა.


მიღწეულია შეთანხმება კონკრეტულ პროექტებთან დაკავშირებით, რომლებსაც ქართული და ბელარუსული მხარეები ერთობლივად განახორციელებენ.


ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის შეფასებით, მხარეები ასევე მიესალმებიან ბელარუსის დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნას თბილისში.
ბელარუს კოლეგას მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველო  ყოველთვის იქნება ბელარუსის სანდო პარტნიორი.


საქართველოს მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანამშრომლობას სავაჭრო-ეკონომიკურ, სოფლის მეურნეობის, საინვესტიციო და სხვა სფეროებში. ასევე, ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის მნიშვნელობას, სამართლებრივი ბაზის განვითარების, კულტურისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების აუცილებლობას; გამოითქვა მზადყოფნა საერთაშორისო ორგანიზაციებში მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებისთვის.

 

„ჩვენს ქვეყნებს დიდი პოტენციალი გააჩნიათ ეკონომიკური კავშირების კიდევ უფროგასაფართოებლად. ამ პროცესის ხელშეწყობის მიზნით, შექმნილია საქართველო-ბელარუსის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისია, რომლისმორიგი სხდომის გამართვა დაგეგმილია 2016 წელს, თბილისში. კომისიისკომპეტენციაში შედის აგრეთვე  ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გაღრმავებადა გაფართოება სხვადასხვა მიმართულებებით, მათ შორის: სავაჭრო-ეკონომიკურ,ენერგეტიკის, სატრანსპორტო, კავშირგაბმულობის, სოფლის მეურნეობის,მრეწველობის, ტურიზმისა და სხვა სფეროებში. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზეჩვენ განვიხილეთ ჩვენი ქვეყნებისათვის საინტერესო საკითხები და დავსახეთთანამშრომლობის გაღრმავებისა და ურთიერთობის განმტკიცების გზები", -განაცხადაგიორგი კვირიკაშვილმა და ბელარუს კოლეგას სხვადასხვა სფეროში გამოცდილებისგაზიარებისთვის მადლობა გადაუხადა.


საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, საუბარი ასევე შეეხო ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობას და აბრეშუმის გზის ინიციატივას; დაისახა ამ პროცესში საქართველოსა და ბელარუსის უფრო აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფის გზები.


გიორგი კვირიკაშვილმა ბელარუსი კოლეგა საქართველოში მიიწვია და იმედი გამოთქვა, რომ მინსკში დაწყებული საინტერესო დიალოგი თბილისში გაგრძელდება.

right_banner right_banner
არქივი
right_banner