logo_geo
eng_logo
მიხეილ გიორგაძე: კულტურა ფუფუნება არ არის
- +

5 დეკემბერი. 2016. 23:54



კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ გადაცემა 2030-ში განაცხადა, რომ მასშტაბური ფორუმი, რომელიც თბილისში 8-10 დეკემბერს იმართება და, სადაც ექსპერტებთან ერთად მეზობელი ქვეყნების მინისტრებიც ჩამოდიან, ძალიან მნიშვნელოვანია.


„ჩვენ კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებაზე ვსაუბრობთ. ჩვენი კონცეფცია შემდეგი გახლავთ - გარდა ინტელექტუალური, სულიერი თუ ესთეტიკური ღირებულებებისა, კულტურას სხვა დანიშნულებაც აქვს. ის არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომელსაც ქვეყნის ეკონომიკურ და მდგრად განვითარებაში დიდი როლის შესრულება შეუძლია. კულტურა ფუფუნება არ არის. მას შეუძლია, სამუშაო ადგილები შექმნას და სფეროში მოღვაწე აქტორებსა და მთლიანად ქვეყანას კონკრეტული ფინანსური სარგებელი მოუტანოს. ასეთი დიდი, საერთათაშორისო ფორუმი სწორედ ამ კონცეფციის გააზრებისთვის და კონკრეტული ნაბიჯების დაგეგმვისთვის ეწყობა", - განაცხადა გიორგაძემ.



 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner