logo_geo
eng_logo
მიხეილ გიორგაძე: ფიქრობ, „Check in Georgia“-სთან დაკავშირებით სკეპტიკოსები სხვა შეფასებას გააკეთებენ
- +

6 დეკემბერი. 2016. 00:19



კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ გადაცემა 2030-ში განაცხადა, რომ  „Check in Georgia"-სთან დაკავშირებით საკმაოდ სკეპტიკური და კრიტიკული განცხადებები ისმოდა, მაგრამ იმ შედეგების შემდეგ, რაც პროექტის განხორციელების შემდეგ დადგა, სკეპტიკოსები სხვა შეფასებას გააკეთებენ.


„გაყიდული ბილეთებით, სპონსორული პაკეტებიტა და შემოწირულობით 28 მილიონი ლარი პრაქტიკულად, მთლიანად გადაიფარა და ამ პროექტმა ქვეყანას სერიოზული სარგებელი ბევრი მიმართულებით მოუტანა. სხვადასხვა კულტურული ღონისძიების მიმდინარეობისას,  რეგიონებში სასტუმრო ოთახის, ან საოჯახო სასტუმროში ადგილის პოვნა პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო; ხალხის სიმრავლის გამო, კვების ობიექტებს გაზრდილ მოთხოვნასთან გამკლავების პრობლემა შეექმნათ; პატარა კერძო სასტუმროების მეპატრონეებმა გაფართოება გადაწყვიტეს და სართულების დაშენება დაიწყეს, რათა გაზრდილი მოთხოვნა დაეკმაყოფილებინათ; წინა წელთან შედარებით,  რამდენიმე ასეული მილიონი ლარით გაიზარდა იმ რეგიონების შემოსავალი, სადაც ეს ღონისძიებები ჩატარდა. ტურიზმის სააგენტოს მონაცემებით, ქვეყანაში ტურისტების მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა და ეს ყველაფერი კერძო სექტორში ილექებოდა", - განაცხადა გიორგაძემ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner