logo_geo
eng_logo
თურქეთის პრემიერი ორდღიანი ვიზიტით მოსკოვში ჩავიდა
- +

6 დეკემბერი. 2016. 00:21



BBC-ს ცნობით, თურქეთის პრემიერ-მინისტრის მოსკოვში ვიზიტის მთავარ და მწვავე თემად სავიზო რეჟიმის გაუქმება მოიაზრება, რომელიც რუსეთმა ცალმხრივად შემოიღო თურქეთის მიერ მისი სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ.


ასევე მნიშვნელოვან მოლაპარაკებებს გამართავს მოსკოვში თურქეთის პრემიერი ბინალი ილდირიმი ეკონომიკურ საკითხებზე. ანკარა დაჟინებით მოითხოვს სავიზო რეჟიმის გაუქმებას საინვესტიციო ნაკადების გამოცოცხლების მიზნით. რუსეთმა თურქეთის მოქალაქეებს 2016 წლის 1 იანვარს დაუწესა სავიზო შეზღუდვები.


რუსეთი და თურქეთი ურთიერთობების დაძაბვამდე არსებული ეკონომიკური ურთიერთობების რეანიმირებას ცდილობენ მას შემდეგ, რაც 2015 წლის ნოემბერში თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა რუსული СУ-24 ჩამოაგდო. 2016 წლის პირველ 5 თვეში თურქეთსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 57%-ით დაეცა.  ამის შესახებრუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის მონაცემებშია საუბარი.


კრემლის ინფორმაციით, თურქეთის პრემიერი 6 დეკემბერს შეხვდება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. შეხვედრაზე „რუსეთსა და თიურქეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის, მათ შორის უმნიშვნელოვანესი ერთობლივი პროექტების რეალიზაცია" განიხილება.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner