logo_geo
eng_logo
მიხეილ გიორგაძე: პირველადი შეფასებით, ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში მდგომარეობა აღდგენადია
- +

6 დეკემბერი. 2016. 00:58



კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ გადაცემა 2030-ში ვარძიის მონასტერში, ღვთისმშორბლის მიძინების ტაძარში ხანძრის შემდეგ შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით ისაუბრა.


„პირველადი დათვალიერების მიხედვით, ხანძრის შემდეგ ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში კატასტროფული მდგომარეობა არ არის. პირველადი შეფასებით, მდგომარეობა აღდგენადია. შეფასების პროცესში ჩართულია ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუცია, ლონდონის უნივერსიტეტის კურტოს ინსტიტუტი, რომელიც კედლის მხატვრობის რესტავრაცია-კონსერვაციის ნაწილში მსოფლიოში აღიარებული ლიდერია. ადგილობრივ სპეციალისტებთან ერთად, კურტოს ინსტიტუტის სპეციალისტები ვარძიაში მესამე დღიდან მუშაობენ. ნიმუშები ლონდონის ერთ-ერთ ყველაზე მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიაშია წაღებული, სადაც ანალიზი კეთდება და პასუხის მირების შემდეგ გვეცოდინება, რა გეგმით მივდივართ, რათა გაწმენდითი და საკონსერვაციო სამუშაოები განხორციელდეს ", - განაცხადა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა.


გიორგაძის განცხადებით, უცხოელ სპეციალისტებზე აქცენტი იმიტომ კეთდება, რომ სამწუხაროდ, ახალი ტექნოლოგიებისა და სწავლების ახალი მეთოდოლოგიის ნაწილში უცხოელ სპეციალისტებს ჩამოვრჩებით.


„ჩვენს სპეციალისტებს არ უნდა დავუკარგოთ ის უზარმაზარი გამოცდილება, რომელიც წლების განმავლობაში დაუგროვდათ. მიმაჩნია, რომ ერთმანეთთან გამოცდილების გაზიარება აუცილებელია, რათა საუკეთესო შედეგზე ვიყოთ ორიეტირებული.  აქვე მინდა ვთქვა, რომ კურტოს ინსტიტუტში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მაღალკვალიფიციური საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინსტიტუციაა. კონკურსის გამოცხადება ორ წელიწადში ერთხელ ხდება და ეს კონკურსი იმდენად მაღალია, რომ მთელი მსოფლიოდან სულ რაღაც 7-8 ადგილი ივსება.  ბედნიერი ვარ, რომ კურტოს ინსტიტუტში წელს, სამაგისტრო პროგრამით ქართველი გოგონა, მარიამ საღარაძე ჩაირიცხა, რომელიც ქვეყანას უმაღლესი დონის სპეციალისტად დაუბრუნდება", - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner