აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 2020 წელს საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენას არ გამორიცხავს.
„მე 2020 წელს ვიყრი კენჭს. პრეზიდენტის თანამდებობაზე", - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
კითხვაზე, ნამდვილად აპირებდა თუ არა თავისი კანდიდატურის წარდგენას, ბაიდენმა განაცხადა, რომ ასეთ შესაძლებლობას არ გამორიცხავს.
„არ ვდებ პირობას, რომ არ წამოვაყენებ კანდიდატურას. არაფერს გპირდებით, რადგან დიდი ხანია, ვიცი - ზოგჯერ ბედი ჩვენ საქმეებში უცნაურად ერევა", - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
74 წლის ჯოზეფ ბაიდენი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას 2009 წლიდან იკავებს.