logo_geo
eng_logo
თბილისში საახალწლო ღონისძიებებისთვის 1,487 მლნ ლარი დაიხარჯება
- +

6 დეკემბერი. 2016. 11:57



თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის ია მაქაცარია განცხადებით, თბილისში საახალწლო ღონისძიებებისთვის 1,487 მლნ ლარი დაიხარჯება.


მისი თქმით, საახალწლო გალა კონცერტისთვის, რომელიც „ვარდების მოედანზე" 31 დეკემბრის ღამეს გაიმართება, დედაქალაქის ბიუჯეტიდან 227 ათასი ლარი გამოიყოფა.


საახალწლო კონცერტებისთვის საერთო ჯამური ბიუჯეტი არის 1 მილიონ 487 ათასი ლარი, თუმცა ეს არის მერიის საერთო ბიუჯეტი და არა მხოლოდ კულტურის სამსახურის, ეს არის ჯამური ბიუჯეტი, რომელშიც შედის კულტურის სამსახური, სპორტის სამსახური, კეთილმოწყობა, ადმინისტრაცია და პიარი. რაც შეეხება გალა კონცერტს, მისი ბიუჯეტი არის 227 ათასი ლარი", - განაცხადა ია მაქაცარიამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner