საფრანგეთის პრემიერ-მინისტრად დაინიშნა ბერნარ კაზნევი, რომელიც მანამდე საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა.
კაზნევმა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე მანუელ ვალსი ჩაანაცვლა, რომელმაც გუშინ საპრეზიდენტო კამპანიაში მონაწილეობასა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა.