„მიყევით თქვენს გულებს, ის აუცილებლად მიგიყვანთ სწორ მიმართულებამდე", - ამ სიტყვებით დემნა გვასალიამ Fashion Award 2016-ის დამსწრე საზოგადოებას მას შემდეგ მიმართა, რაც დემნასა და გურამ გვასალიების ბრენდმა, „The vetements" „Urban Luxury Brand"-ის ნომინაციაში გაიმარჯვა.
დემნა გვასალია, ასევე წლის საერთაშორისო დიზაინერი გახდა. ნომინაციაში მასთან ერთად წარდგენილნი იყვნენ: დონატელა ვერსაჩე, ალესანდრო მიკელე, ჯონათან ანდერსონი და რიკარდო ტისკი.
საბოლოო ჯამში, სამი ნომინაციიდან, გვასალიებმა გამარჯვება 2-ში მოიპოვეს. წლის ბიზნეს-ლიდერის კატეგორიაში გურამ გვასალიას, „გუჩის" გენერალურმა დირექტორმა მარკო ბიზარიმ აჯობა.