საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებიდან უკვე 14 თვე გავიდა. ერთ-ერთი დაპირება, რომელიც თვეების წინ ქართული ფეხბურთის გულშემატკივარმა მოისმინა, ეს სატელევიზიო არხი იყო, სადაც მაქსიმალურად გაშუქდებოდა უმაღლესი ლიგის მატჩები.
Sportall.ge დაინტერესდა, თუ რა სტადიაზეა დღესდღეობით ეს საკითხი და რამდენად სწრაფად შეემატება ქართულ ტელევიზიას კიდევ ერთი სპორტული არხი.
როგორც სფფ-ში გვითხრეს, სატელევიზიო პროექტზე მუშაობა უკვე დაწყებულია და პროგრამის მიხედვით, 2017 წლის ჩემპიონატისთვის მზად უნდა იყოს. სფფ-ს განმარტებით, აღნიშნული არხი თავისი მასშტაბით, შეფუთვით, გაშუქებითა და სხვა პატარ-პატარა სიურპრიზებით უპრეცედენტო იქნება.