logo_geo
eng_logo
დავით ნარმანიამ გამწვანების სამსახურს დაავადებული და გამხმარი ხეების მოჭრის დავალება მისცა
- +

6 დეკემბერი. 2016. 13:46




თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურს დაავადებული და გამხმარი ხეების მოჭრის დავალება მისცა.


მისი თქმით, ზამთრის განმავლობაში იჭრება ხეები, რადგან გაზაფხულზე დაავადება აქტიურდება.



თბილისის მერმა 2016 წლის საშემოდგომო გამწვანების სეზონი შეაჯამა.

ნარმანიას განცხადებით, საშემოდგომო რგვების ფარგლებში 80 ათასამდე ხე დაირგო.


მახათას მთაზე მდებარე ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზეთბილისის ზღვის მიმდებარედ და ოლიმპიური სოფლის მიმდებარედ ზეთისხილის ბაღები გაშენდა. გარდა ამისა, დიდი დიღმისა და სოფელ დიღმის გამყოფ ქედზე დაიწყო ნუშის ბაღების გაშენებაამ სეზონზე აქცენტი ავიღეთ მაღალი ხეების დარგვაზე. ასევე, მინდა ხაზი გავუსვა მდინარე ვერეს სანაპიროსთან გაშენებული ხეივანის საკითხს, რომლის ხმობასთან დაკავშირებით დიდი აჟიოტაჟი იყო ატეხილი. აქ გახარების მაღალი მაჩვენებელია. გაზაფხულზე დარგული ხე-მცენარეების  88%-მა გაიხარა და ჩანაცვლდა მხოლოდ 12%, ისე, რომ დედაქალაქის ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრები დახარჯული არ ყოფილა", - განაცხადა დავით ნარმანიამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner