logo_geo
eng_logo
დავით ნარმანია: მდინარე ვერეს ხეივანში ხე-მცენარეების 88%-მა გაიხარა
- +

6 დეკემბერი. 2016. 13:58



თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მერიაში მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მდინარე ვერეს ხეივანში, ხე-მცენარეების 88%-მა გაიხარა, დანარჩენი 12% კონტრაქტორმა კომპანიამ ჩაანაცვლა ისე, რომ ბიუჯეტიდან რაიმე სახის დამატებითი სახსრები არ დახარჯულა.


საშემოდგომო გამწვანების სეზონი დასასრულს უახლოვდება. გამწვანების ღონისძიებების ფარგლებში ამ წლის შემოდგომაზე დედაქალაქის სხვადასხვა ადგილებში დაირგო 80 000-მდე ხე. მნიშვნელოვანია ის, რომ მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე და რამდენიმე ადგილას ზეთისხილის ბაღები გაშენდა, დიდი დიღმის და სოფელი დიღმის გამყოფ ხიდზე დაიწყო ნუშის ბაღების გაშენება. რამდენიმე ადგილას მოეწყო ქარსაცავი ზოლები. ამ ყველაფრის გაკეთების საშუალება ჩვენ იქიდან გამომდინარე მოგვეცა, რომ აქცენტი ავიღეთ უფრო მაღალი ხეების დარგვაზე და შესაბამისად, ამ ხეების 4-წლიანი მოვლა-პატრონობის ინსტრუმენტები იქნა შემუშავებული, რაც გვაძლევს ძალიან კარგ შედეგს. ასევე ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ მდინარე ვერეს სანაპიროსთან გაშენებული ხეივანი, რომლის ხმობასთან დაკავშირებითაც დიდი აჟიოტაჟი იყო ატეხილი, სინამდვილეს არ შეეფერება. ამ ხე-მცენარეების 88%-მა გაიხარა, რაც გახარების საკმაოდ კარგი მაჩვენებელია, ხოლო დარჩენილი 12% ჩაანაცვლა კონტრაქტორმა კომპანიამ ისე, რომ დედაქალაქის ბიუჯეტიდან რაიმე სახის დამატებითი სახსრები დახარჯული არ ყოფილა", - განაცხადა დავით ნარმანიამ.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner