თურქეთის პრემიერ-მინისტრის ბინალი ილდირიმის განცხადებით, თურქეთ-რუსეთის ურთიერთობა არ არის უბრალოდ ორი ქვეყნის ურთიერთობა.
„თურქეთი და რუსეთი მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ რეგიონის ცხოვრებაზე. ჩვენ შეგვიძლია განვსაზღვროთ რეგიონის მომავალი.
ჩვენი რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე თურქეთსა და რუსეთს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გააჩნიათ. თანამედროვე პირობებში ქვეყნები ურთიერთდაკავშირებულნი არიან ერთმანეთთან. აქედან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ თუ თვალს დავხუჭავთ რეგიონის პრობლემებზე, ეს პრობლემები გლობალურ მასშტაბს მიიღებს", - განაცხადა ბინალი ილდირიმმა.
თურქეთის პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით რუსეთში იმყოფება. ორდღიანი ვიზიტი ორგანიზებულია რუსეთის პრემიერ-მინისტრის დიმიტრი მედვედევის მიწვევით.