ფოთში, მალთაყვას უბანში 50-ზე მეტი ტრაილერი თურქეთის მხარის მოთხოვნითაა გაჩერებული, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
მათივე თქმით, ვინაიდან ტრაილერების გაჩერება თურქეთის მხარის მოთხოვნა იყო, შსს-არ აქვს ინფორმაცია, როდის შეძლებენ მძღოლები გადაადგილებას.
ფოთში, მალთაყვას უბანში 50-ზე მეტ ტრაილერს საპატრულო პოლიცია გადაადგილების უფლებას არ აძლევს. მძღოლების განცხადებით, თუ ისინი გადადგილებას შეეცდებიან, საპატრულო პოლიცია დააჯარიმებს. მძღოლები ამბობენ, რომ საკვების მარაგი ამოეწურათ, მაღაზიები კი მათთგან შორსაა.