logo_geo
eng_logo
გიგლა ბარამიძე: კარაქის პატარა ნაჭერი გუშინ რომ 3.40 ლარი ღირდა და დღეს 4.40 ლარი ღირს, ბუნებრივია, გაბრაზებული იქნები!
- +

6 დეკემბერი. 2016. 14:23



„დედოლარიზაცია დიდი ხანია აუცილებელი იყო - ამას ვამბობთ  3 წელია და გვისმინა ვინმემ?" - ამის შესახებ „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" პოლიტიკურმა მდივანმა გიგლა ბარამიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისი თქმით, ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ქამრების შემოჭერის პოლიტიკაა განსახორციელებელი.


„ყოველთვის ვამბობდით, რომ აუცილებელია ხარჯების შემცირება ბიუროკრატიული აპარატის შენახვისთვის. შეამცირეს მხოლოდ 10 %-ით, როცა შესაძლებელი იყო 35-40% -ით შემცირება. ამით არაფერი დაემართებოდა იმ სოციალურ პროგრამებს, რაც განსახორციელებელია. ამასთან, სსიპ-ების დირექტორებს არ უნდა ჰქონდეთ ათასობით ლარის ოდენობის ხელფასები... ყველას უჭირს და ხელისუფლება მხოლოდ კაბინეტებიდან იმზირება", - განაცხადა ბარამიძემ.


მისი თქმით, ფასების ზრდა სხვადასხვა პროდუქტებზე მოსახლეობის მდგომარეობას განსაკუთრებით ამძიმებს.


„მაღაზიაში გამოდიხარ და გუშინ რომ 3.40 ლარი ღირდა კარაქის პატარა ნაჭერი და დღეს ღირს 4.40 ლარი, ბუნებრივია, გაბრაზებული ხარ და როდესაც რამეს ამბობ, თურმე ოპოზიციონერი ხარ და ჩვენი წარმატებები არ გიხარიაო. ნუ გწყინთ ჩვენი ჯანსაღი კრიტიკა..." -განაცხადა ხელისუფლების მისამართით ბარამიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner