logo_geo
eng_logo
აკაკი ასათიანი: ლარიზაცია სწორია, ოღონდ არა ჩვენს ხარჯზე!
- +

6 დეკემბერი. 2016. 14:47



„ლარიზაცია სწორია, ოღონდ არა ასე - ანუ ჩვენს ხარჯზე", - აღნიშნული განცხადება „რეპორტიორის" პრესკლუბში აკაკი ასათიანმა გააკეთა.


„ტრადიციონალისტთა კავშირის" ლიდერის თქმით, ლარის გამყარება მთავარი ამოცანა უნდა გახდეს მაშინ, როცა ექსპორტი გაიზრდება.


„კეთილი ინებონ, თანამდებობის პირები იქნებიან თუ ხელისუფლების წარმომადგენლები, ლარში შეინახონ ფული, ლარში აწარმოონ ყველა ოპერაცია. ეს იქნება ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, თუ მაინცდამაინც ლარის გამყარება არის ამოცანა. ამოცანა ჯერჯერობით უნდა იყოს შემდეგი - სანამ ექსპორტის რაოდენობა არ გვექნება იმდენი, რომ ლარის დაბალ კურსს აზრი ჰქონდეს.

 

ვფიქრობ, ასე თუ გაგრძელდება, სადღაც გაზაფხულისთვის უკვე სერიოზული კრიზისი გვექნება", - განაცხადა ასათიანმა „რეპორტიორის" პრესკლუბში.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner