პარლამენტის ვიცე- სპიკერი მანანა კობახიძე ბრიუსელში მომხდარ ტერაქტს აფასებს და დაღუპულთა ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს:
„ვუსამძიმრებ ევროპას მთლიანად და დაღუპულთა ოჯახებს ამ საშინელი ფაქტის გამო, უკვე მერამდენედ?!... ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად გამკაცრდეს და თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი მცდელობა ასეთი მძიმე დანაშაულის.
ბრიუსელში მყოფ ჩემს კოლეგებს და ყველა თანამემამულეს მშვიდობიან დაბრუნებას ვუსურვებ!!!"
ამ დროისთვის მთელი ბელგიის მასშტაბით ტერორისტების ძებნის ოპერაცია მიმდინარეობს. ქვეყანაში განგაშის უმაღლესი დონე ნარჩუნდება და გადაკეტილია საზღვრები. 34 დაღუპული და 135-მდე დაჭრილი. ბრუსელი კვლავ პარალიზებულია.
დაკეტილია რკინიგზა და აეროპორტი. ბრუსელი პრაქტიკულად პარალიზებულია, რადგან აფეთქებების ადგილების გარდა სამართალდამცველებმა საეჭვო ნივთები ქალაქის სხვადასხვა რაიონებშიც აღმოაჩინეს, მათ შორის ბელგიის მონარქის სასახლესთანაც, რის გამოც სამეფო ოჯახის ევაკუაციაც მოხდა.
ბოლო მონაცემებით, ბრიუსელში მომხდარი ტერაქტების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 230-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ბელგიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ტელეკომპანია "CNN"-ს განუცხადა.
ოფიციალური ბრიუსელის ცნობით, 100 ადამიანი აეროპორტში, 130 კი მეტროში მომხდარი ტერაქტების დროს დაშავდა.
რაც შეეხება დაღუპულთა შესახებ ინფორმაციას, ამ დრომდე ხელისუფლებას ზუსტი რაოდენობა არ დაუსახელებია. სხვადასხვა ინფორმაციით, ტერაქტებს 38-მდე ადამიანი ემსხვერპლა.