logo_geo
eng_logo
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ავტორიზაციას განახლებული სტანდარტებით გაივლიან
- +

6 დეკემბერი. 2016. 15:29



უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ავტორიზაციას განახლებული სტანდარტებით გაივლიან. უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემაში დაგეგმილი ცვლილებების, ავტორიზაციის განახლებული სტანდარტებისა და პროცედურების, ასევე შეფასების მეთოდოლოგიის შესახებ სასტუმრო „ჰუალინგ თბილისში" მიმდინარე კონფერენციაზე საუბრობენ.


კონფერენცია სახელწოდებით - „ცვლილებები უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემაში - განვითარებასა და შედეგზე ორიენტირებული მექანიზმების ხელშეწყობა" იმართება.


ღონისძიება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და ევროსაბჭოს მხარდაჭერით იმართება.


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის თამარ სანიკიძის განცხადებით, სტანდარტები, რომლის მიხედვითაც დაწესებულებები შეფასდებიან, იმგვარად არის დაგეგმილი, რომ სრულფასოვნად მოხდეს დაწესებულების შეფასება.


მისივე ინფორმაციით, შემოწმდება და შეფასდება ინფრასტრუქტურა, ლაბორატორიული აღჭურვილობა, საგანმანათლებლო რესურსები, აკადემიური პერსონალი, სტუდენტის ხელშემწობი ღონისძიებები, კარიერული ცენტრები, დასაქმების მაჩვენებელი, დასაქმების ხელშეწყობა და სხვა კომპონენტები.


ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება დავიწყეთ. რისთვისაც 2 წელი ვემზადებოდით. ეს იქნება ცვლილება, რომელიც უმაღლესი განათლების სისტემას მოიყვანს შესაბამისობაში იმ ევროპულ სტანდარტებთან, რომლის თანამოზიარენიც ჩვენ უნდა გავხდეთ. დაწესებულების შეფასების კრიტერიუმები შეიცვლება იმგვარად, რომ ჩვენ შევძლოთ შედეგზე ორიენტირებული შეფასება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ კონკრეტული რეფორმით უნდა მოვახერხოთ და ავამაღლოთ უმაღლესი განათლების ხარისხი", - განაცხადა თამარ სანიკიძემ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner