ავტორი ალა გრიგალაშვილი
„ჩვენ ფაქტობრივრად წავედით არაპოპულარული ნაბიჯებით, რადგან ადრე თუ გვიან შედეგი უნდა მივიღოთ", - ამის შესახებ ეკონომიკურ რეფორმებთან დაკავშირებით საუბრისას ალექსანდრე ქანთარიამ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის განცხადებით, მართალია, უახლოეს პერიოდში აქციზის ფასი გაიზრდება, მაგრამ, როგორც პარლამენტარი ვარაუდობს, ეს ფასების კატრასტროფულ ზრდას არ გამოიწვევს.
„ვიცით, რომ უახლოეს ხანში აქციზის ფასი გაიზრდება, საწვავზე გაიზრდება ფასი, მაგრამ არა მგონია, ეს კატასტროფულად გადავიდეს ფასებზე და არ მგონია, ფასებმა მოიმატოს. ყოველ შემთხვევაში, გათვლებით ასე ნამდვილად არ არის. ამ ფონზე მეჩვენება, რომ აბსოლუტურად ალოგიკურია 20 პარტიის ბიუჯეტიდან დაფინანსება და შენახვა, რომელთაგანაც 15 დასახელებაც კი გაგვიჭირდება.
აქვე ვიტყვი, რომ არ არსებობს მსოფლიოში ქვეყანა, რომელსაც პარლამენტის 2 შენობა ჰქონდეს, ისიც სხვადასხვა ქალაქში. მაშინ, როცა ჩვენ საუბარი გვაქვს ქამრების შემოჭერაზე. იმედს გამოვთქვამ, რომ ეს საკითხები უახლოეს ხანში განხილული იქნება უმრავლესობაში და, ალბათ, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას", - აღნიშნა ქანთარიამ.