logo_geo
eng_logo
„ფოტოგრაფების საქმეზე” დაკავებულ დავით დევნოზაშვილს ბრალს 48 საათში წაუყენებენ
- +

6 დეკემბერი. 2016. 16:01



ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე დაკავებულ დავით დევნოზაშვილს ამ ეტაპზე ბრალდება არ აქვს წარდგენილი.

პროკურორ კოკა კაციტაძის განცხადებით, იგი არის დაკავებული და 48 საათის განმავლობაში წარედგინება ბრალდება. ამის შემდგომ პროკურატურა მოითხოვს აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას.


საქმეს, რომელსაც მოეხსნა გრიფი, სასამართლო პროცესზე განსაჯაროვდება, რომელიც იქნება ღია. ჩვენ შევეცადეთ, რომ საზოგადოებისთვის მიგვეწოდებინა ამომწურავი ინფორმაცია. ჩვენ არაფრის დაფარვას არ ვაპირებთ, გარდა იმ მცირედი დოკუმენტაციისა, რომელსაც დღემდე აქვს მინიჭებული საიდუმლო გრიფი. თუმცა, ეს არ ახდენს გავლენას იმაზე, რომ საქმის მასალები გასაჯარვდეს", - განაცხადა კოკა კაციტაძემ.


მთავარმა პროკურატურამ ე.წ. ფოტოგრაფების საქმე გახსნა. პროკურატურამ ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმეზე ორი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.


უფრო კონკრეტულად, საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმეზე, ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით განხორციელებული სამსახურებრივი მდგომარეობის გადამეტების ფაქტზე დაკავებულ იქნა საქართველოს შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ქ.თბილისის ტერიტორიული სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილი, ხოლო სასჯელაღსრულების დაწესებულების N8 საპყრობილის ყოფილი დირექტორის ალექსანდრე მუხაძის მიმართ გამოტანილ იქნა დადგენილება მისი ბრალდების შესახებ.


ამავდროულად, პროკურატურის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება ფოტორეპორტიორების: გიორგი აბდალაძის, ზურაბ ქურციკიძის, ირაკლი და ნათელა გედენიძეების მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის თაობაზე და პროკურატურა მათ მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამამართლებელი განაჩენების დადგომას მოითხოვს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner