logo_geo
eng_logo
მერაბ მეტრეველი: ვულოცავ ფოტორეპორტიორებს საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცებას!
- +

6 დეკემბერი. 2016. 16:03


 

„ვულოცავ კოლეგებს, ფოტორეპორტიორებს საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცებას", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი წერს.


„ამ საქმის ბოლომდე მიყვანა არის უმნიშვენლოვანესი! დამკვეთებზეც აუცილებლად უნდა გავიდეს გამოძიება! ეს იყო ის საქმე, როცა წინა ხლეისუფლებამ უკვე ჟურნალსიტებიც კი გამოგვიყვანა აქციაზე!" - წერს მეტრეველი.


ცნობისთვის, საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ ე.წ. ,,ფოტორეპორტიორების საქმეზე", ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით განხორციელებული სამსახურებრივი მდგომარეობის გადამეტების  ფაქტზე  დაკავებულ იქნა  საქართველოს შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ქ.თბილისის ტერიტორიული სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილი, ხოლო სასჯელაღსრულების დაწესებულების N8 საპყრობილის ყოფილი დირექტორის ალექსანდრე მუხაძის მიმართ გამოტანილ იქნა დადგენილება მისი ბრალდების შესახებ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner