ბელგიის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენელის, განცხადებით ბრიუსელში მომხდარი ტერაქტების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 230-მდე გაიზარდა.
100 ადამიანი აეროპორტში, 130 კი მეტროში მომხდარი ტერაქტების დროს დაშავდა.
რაც შეეხება დაღუპულთა შესახებ ინფორმაციას, ამ დრომდე ხელისუფლებას ზუსტი რაოდენობა არ დაუსახელებია. სხვადასხვა ინფორმაციით, ტერაქტებს 38-მდე ადამიანი ემსხვერპლა.