logo_geo
eng_logo
ბრიუსელში NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი მიმდინარეობს
- +

6 დეკემბერი. 2016. 16:18



ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინაში, საგარეო საქმეთა მინისტერიალი მიმდინარეობს. შეხვედრის დაწყებამდე მინისტერიალის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მიმართა.


დღეს და ხვალ NATO- საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებულ გამოწვევებს, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ. ჩვენ შევეხებით პრობლემების ფართო სპექტრს, მაგრამ ამ შეხვედრის ბირთვს წარმოადგენს ტრანსატლანტიკური, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის კავშირის მნიშვნელობა. ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპას შორის კავშირის გაძლიერების ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს NATO-სა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის გაძლიერება. ჩვენ ასევე გავაგრძელებთ უფრო მჭიდრო მუშაობას, რათა მხარდაჭერა გავუწიოთ ჩვენს პარტნიორებს ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში. ჩვენი შეთავაზებები პრაგმატული და ამბიციურია და ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

 


NATO-ს გენერალურ მდივანმა ასევე დაანონსა NATO-უკრაინის კომისიის შეხვედრა და კიდევ ერთხელ გამოხატა ალიანსის მხარდაჭერა უკრაინისადმი.


ხვალ ჩვენ დავიწყებთ NATO-უკრაინის კომისიის შეხვედრას. ხაზს ვუსვამთ ალიანსის მტკიცე მხარდაჭერას უკრაინისადმი. NATO მხარს უჭერს უკრაინას და მისი მთავრობის რეფორმებს", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.



ბრიუსელში, 6-7 დეკემბერს NATO-ს შტაბ-ბინაში საგარეო საქმეთა მინისტერიალი გაიმართება. მინისტერიალის ფარგლებში იგეგმება ჩრდილოეთ ატლანტიკის საბჭოს შეხვედრაც. ასევე დაგეგმილია NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინის ერთობლივი პრესკონფერენცია. მინისტეერიალის ფარგლებში გაიმართება NATO-უკრაინის საბჭოს შეხვედრაც საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, აგრეთვე „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში" (RSM) ჩართული სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა.


მინისტერიალში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე. საგარეო უწყების ხელმძღვანელი მონაწილეობას მიიღებს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში (RSM) ჩართული სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში. მიხეილ ჯანელიძე ასევე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან. გარდა ამისა, შეხვდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის ახალ მოადგილეს როუზ გოტემოლერს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner