logo_geo
eng_logo
ეკა ბესელია ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე: ეს იყო 26 მაისის ამბებთან დაკავშირებული შურისძიების აქტი
- +

6 დეკემბერი. 2016. 16:29



საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ პროკურატურის მიერ ე.წ. ფოტოგრაფების საქმის გახსნის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა, რომ ფაქტის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს, ვინაიდან ერთ-ერთ ბრალდებულს იცავდა და „დიდი ხანია ელოდა ამ ფინალურ და მნიშვნელოვან ეტაპს".


მართლაც რომ ხანგრძლივი მუშაობის შემდგომ პროკურატურამ ეს ძალიან პრინციპული და მნიშვნელოვანი საქმე გახსნა და გამოავლინა ის დანაშაულები, რომლებიც ჩადენილი იყო წინა ხელისუფლების პერიოდში ფოტოგრაფების მიმართ. ერთ-ერთ ფოტოგრაფს, გიორგი აბდალაძეს, რომელსაც მაშინ ვიცავდი, მახსოვს, როგორი დიდი მხარდაჭერა ჰქონდა - ფოტოგრაფებს მაშინ მთლიანად საზოგადოების და მედიის დიდი მხარდაჭერა ჰქონდა და ეს იყო ერთადერთი ძალა, რომლითაც ვახერხებდით იმას, რომ გამოსულიყო ინფორმაცია, თუ რა ხდებოდა საპყრობილეში", - განაცხადა ბესელიამ.


როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა აღნიშნა, მაშინ გიორგი აბდალაძეზე „წარმოუდგენელი ზეწოლა განხორციელდა" იმისთვის, რომ ის, როგორც ადვოკატი, საქმეს ჩამოშორებოდა და აბდალაძეს უარი ეთქვა მის მომსახურებაზე.


მისივე თქმით, უშუალოდ აბდალაძეზე გლდანის მე-8 საპყრობილეში რამდენიმე დღის განმავლობაში ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობდა.


არც მაშინ მჯეროდა, რომ ისინი ჯაშუშები იყვნენ და არც ახლა, მით უფრო, საზოგადოებამ დაინახა, რომ ეს ყველაფერი დაკავშირებული იყო 26 მაისის ამბებთან და ეს იყო შურისძიების აქტი, რომლითაც უნდოდათ იმდროინდელი პოლიტიკური მოვლენების გადაფარვა და ერთ-ერთი ყველაზე ამაზრზენი ფორმით იერიში მიიტანეს უდანაშაულო ჟურნალისტებზე. მე ძალიან მიხარია, რომ საქმე გაიხსნა და ნათელი მოეფინა იმ დეტალებს, რაზეც ჩვენ მაშინ ვლაპარაკობდით, მაგრამ ძალიან ვიწრო წრეში და არ იყო შესაძლებლობა, რომ სიმართლე დადგენილიყო", - განაცხადა ეკა ბესელიამ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner